მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, მოახდინოს მტკიცე და მკაფიო რეაგირება იმაზე, რასაც მისგან საზოგადოება ითხოვს – კალაშნიკოვი

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ – რუსმა დეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარი ერთხმად დაუჭირა.

უფრო მეტიც რუსეთის დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა საქართველოს ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება მოსთხოვა. კალაშნიკოვის თქმით, საქართველოში საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ნაწილი ისე, როგორც რუსი დეპუტატები მკაცრად აფასებენ “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

“ჩვენ შეგნებულად არ ვახსენებთ პროდუქციას, ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მოახდინოს მტკიცე და მკაფიო რეაგირება იმაზე, რასაც მისგან საზოგადოება ითხოვს.

თუ შეამჩნიეთ გავრილოვის საკითხზეც კი ორად გაყოფილი საზოგადოება დღესაც მოითხოვს ხელისუფლებისგან რეაგირებას იმაზე, რაც “რუსთავი2″-ზე მოხდა, ეს არამხოლოდ ჩვენთვის, მათთვისაც მიუღებელია.

გთავაზობთ ხისტი რეაგირება მოვახდინოთ ამ აქციაზე და შეგახსენებთ მსგავსი აქციები ხშირია. გაიხსენეთ 24 მაისს ბავშვებმა რუსული დროშით ჩაიარეს ბათუმის ქუჩებში. ამის გამო აჭარის კულტურის მინისტრი თანამდებობიდან მოხსნეს, ოფიციალური პირების მხრიდან კი შეშფოთებები გამოითქვა,”-განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ,ლეონიდ კალაშნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშისავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – სანქციები სასიამოვნო არ არის, მაგრამ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ისტორია და ამით ვერავის შეაშინებენ