ევროპარლამენტის დელეგაციამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტარები იზიარებენ პრეზიდენტისა და პროევროპელი პოლიტიკური ძალების მოთხოვნას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა აცხადებს, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი კონკრეტული წინაპირობით და ერთ-ერთი მათგანი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება
“ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იმ ხალხისა, ვინც ქუჩაში დგას და თავისი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი კონკრეტული წინაპირობით და ერთ-ერთი მათგანი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მაგრამ ეს ბოლო არჩევნები ასეთი არ იყო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამეორდეს ეს არჩევნები იმ სტანდარტების დაცვით, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირში. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა არის ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს, რათა დანიშნოს ეს არჩევნები.” – განაცხადა მიჰალ შჩერბამ.