მოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია, ვინაიდან, უცხოელმა ექსპერტებმა მოგვთხოვეს – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია მოითხოვა, რადგან უცხოელ ექსპერტებს აინტერესებდათ.

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნახავს.

“ახლა ვიყავით საავადმყოფოში, თუმცა პატიმარი არ გვინახავს. ჩვენ შევხვდით მთავარი ექიმის მოადგილეს, მოვითხოვეთ მისგან მისი ავადმყოფობის ისტორია, დაკავების პირველი დღიდან დღემდე, ვინაიდან, ავადმყოფობის ისტორია უცხოელმა ექსპერტებმა მოგვთხოვეს. ისინი ითხოვენ, რომ გაეცნონ ავადმყოფობის ისტორიას. ამიტომ, დავწერეთ განცხადება და ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვეთ. მოგეხსენებათ, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარდა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზისა, კიდევ ჩატარდეს დამატებით უცხოეთში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, შეიძლება არაერთი, შეიძლება ორიც და სამიც, ვნახოთ, ამაზეც მიდის მსჯელობა”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ექიმების ჩართვის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, უკვე რამდენიმე საექსპერტო ბიურო დამიკავშირდა მე და ჩემს იურიდიულ კომპანიას. მათ მოითხოვეს ავადმყოფობის ისტორია და გარკვეული სამედიცინო დოკუმენტები. იმისთვის, რომ არ მოცდნენ ქართველი ექსპერტები, დამოუკიდებლად გამოვითხოვეთ ახლა ჯანმრთელობის ისტორია”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიაყველა ევროპული პარტია შეთანხმებულია, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე “ქართულ ოცნებას” აქვს – ბეჟაშვილი