“ჩემი მოთხოვნა არის ერთადერთი – ვისაც რა დოზით მიუძღვის წვლილი გიგა ავალიანის მკვლელობის მომზადებაში, დაგეგმვაში, მონაწილეობი მიღებაში, ჩაფარცხვაში, ყველა შესაბამისი ბრალით დაჯდეს საბრალდებო სკამზე და მისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე – სრულწლოვანი იქნება არასრულწლოვანი იქნება, განურჩევლად სქესისა, განურჩევლად საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სოციალური მდგომარეობისა. იმ ხალხსაც ხმამაღლა დავასახელებ, დადგება ამის დროც, ვინც იბრძოდა გიგას სიცოცხლის გადარცენისთვის და ახლაც არის ჩემი აქტიური თანამებრძოლი”, – აცხადებს მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ტვ პირველთან.
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დააკავეს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















