“მოვისმინეთ მოსაზრება, რომ შინაპატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მართლაც არაადეკვატურია”

პრაღაში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი განიხილეს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის პასუხისმგებლობაა.

“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს პიროვნება უახლოეს მომავალში უნდა დაპატიმრდეს. შინაპატიმრობა აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილებაა. არსებობს საფრთხე იმისა, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება, საფრთხე დაემუქროს და ამაში საქართველოს ხელისუფლება არანაირად არ არის დაინტერესებული. პასუხი ასეთი იყო, რომ ეს არის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა და არა რუსეთის მხარის. ასევე, მოვისმინეთ მოსაზრება, რომ შინაპატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მართლაც არაადეკვატურია. ეს არის რუსეთის მხარის პასუხისმგებლობაც და მას ვერ გადააბარებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ეს უპერსპექტივო საქმეა”,-განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიპირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით 194670-მა მოქალაქემ ისარგებლა
შემდეგი სტატიადევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ