,,მოვილაპარაკეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვართ, კონკრეტულად ვის”

არიან დეპუტატები, ვინც ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა უნდა ჰყავდეს, მაგრამ ამ თემაზე რაიმე ხისტი დამოკიდებულება არ მიგრძვნია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ არჩევნებში რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვართ, კონკრეტულად ვის. პირადად მე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის იდეა მომწონს, მაგრამ მესმის ჩემი იმ კოლეგების, ვისაც პარტიის მიერ კანდიდატის წარდგენა სურს. ორივე პოზიციას აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა