“მოვიდეს პარლამენტში და აგვიხსნას, როგორ არის პოპულიზმი ამაზე შეშფოთება” – ბოკერია კალძის განცხადებას პასუხობს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებს, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებული კრიტიკა “პოლიტიკური პოპულიზმია,” ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხობენ.”ევროპული საქართველოს” წევრები ვიცე-პრემიერს დოკუმენტის დეტალებზე სასაუბროდ პარლამენტში იბარებენ.

„თუ ბატონი კალაძე თვლის, რომ პოპულიზმია საზოგადოების სერიოზული წუხილი ამ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯთან დაკავშირებით, გვაჩვენოს დოკუმენტი. თუ ყველაფერი კარგად არის რატომ ასაიდუმლოებენ ამ დოკუმენტს. ეს სისულელე, რომ კომერციული საიდუმლოა ასეთი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დოკუმენტი, არავისთვის არ შეიძლება იყოს დამაჯერებელი. მოვიდეს პარლამენტში და გვაჩვენოს და აგვიხსნას, როგორ არის პოპულიზმი ამაზე შეშფოთება,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“კალაძეს ვურჩევდი ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ”-ხუხაშვილი
შემდეგი სტატიამიწისძვრას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა – 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ