მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის, დღეს ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია – საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი

საფრანგეთი რუსეთის მხრიდან გაზის გათიშვას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

„მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის. დღეს ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია. ეს მოითხოვს, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დავაჩქაროთ მარაგების შევსება, სწრაფად ავაშენოთ LNG-ის მწარმოებელი ქარხანა ლე ჰავრში“, – განაცხადა ლე მერმა.

მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს იმ კომპანიების განსაზღვრაზე, რომლებმაც უნდა მიიღონ დაცვის პრიორიტეტულობა გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.

მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა ასევე განიხილავს რიგი ზომების მიღებას გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხების მოსაგვარებლად. მათ შორისაა გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების რეკვიზიცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტის განხილვა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიბუჩაში მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო ჩემს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში – ბერბოკი
შემდეგი სტატიათვალსაჩინოა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს – ბითაძე