“მოვა დრო და ამათაც უნდა მოეთხოვოს კანონის სრული სიმკაცრით” – არქიმანდრიტი დოროთე მეუფე სტეფანეს განცხადებაზე

არქიმანდრიტი, დოროთე ყურაშვილი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

არქიმანდრიტი დოროთე პატრიარქის მოსაყდრე შიოს და მის დეკანოზებს ერის მიმართ, მთავრობის მიერ ჩადენილ ბოროტებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინიც უნდა დაისაჯონ.

“მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი სტეფანე და მათი დეკანოზები მონაწილეები არიან, ჩვენი ერის მიმართ, მთავრობის მიერ ჩადენილ ბოროტებაში. მოვა დრო და ამათაც უნდა მოეთხოვოს კანონის სრული სიმკაცრით”, – წერს არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამბიონიდან გამოეხმაურა.  უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვითა, საქართველოს ხელისუფლებამ “გავრილოვის ღამეს” საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი “კამიტი” გამოიყენა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოფიციალურად აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე “ქიმიური იარაღის” სკანდალზე: “ასეთი დაზონდერებული და ტვინგამორეცხილი ადამიანების მეშვეობით ხდება ამის გავრცელება”
შემდეგი სტატიარუსმა დამპყრობლებმა პატარა უკრაინული სოფლიდან ხანდაზმული ქალები გაიტაცეს – ანდრეი სიბიგა