თენგიზ შარმანაშვილი -მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს

დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც დავით კირთაძეს ოფიციალურად შეხვდება, ამით ავლენს სრულ უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც არ კეთდება პირველად და მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის პატივისცემის ნიშნად. როდესაც არცერთი შეფასება არ გაგიკეთებია იმ უმსგავსო საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა და შემდეგ ოფიციალურად იღებ ასეთ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მის ასეთ მოქმედებას ამართლებ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა
შემდეგი სტატიარუსეთი დასავლეთთან ომისთვის ემზადება-გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი