მოუწევთ, ყურებზე დადგნენ სამართალდამცავი უწყებები – გოგიჩაიშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელებში შესაძლო გავრცელებას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„თუ ეს არის სინამდვილე, მაშინ მოუწევთ, ყურებზე დადგნენ სამართალდამცავი უწყებები და ასეთი ფაქტები გამოიძიონ, ბუნებრივია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ცუდი რამეა და საერთოდ არ მთავრდება ხოლმე იმ ადამიანებისთვის ეს კარგად, ვინც ასეთი მეთოდებით იწყებენ ბრძოლას,“ – გოგიჩაიშვილი.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გუშინ ღამით გავრცელდა. ჭიჭინაძის შეფასებით, უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.

banner
წინა სტატიაშიუნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად-ბოკერია ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიამას აქვს დეპრესია, სუიციდისადმი მიდრეკილება – ჯეკ შეპარდს საკანში ადვოკატი მოინახულებს