5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

“მოუთმენლად ველოდები “მშვიდობის საბჭოს” პირველ სესიას” – ორბანი ტრამპის ინიციატივაში მონაწილეობას პატივად მიიჩნევს

ცვლილებების დროა, მშვიდობის დასაცავად განკუთვნილმა ძველმა საერთაშორისო სტრუქტურებმა ძალა დაკარგეს, საჭიროა ახალი ინიციატივები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანმა აღნიშნა, რომ ხვალ ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას დაესწრება. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.

„უნგრეთისთვის პატივია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, რომელიც რეალური შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად. ისტორიული მომენტი: მოუთმენლად ველოდები ხვალ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სესიას!“ – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიორგანიზებული დანაშული და ფულის გათეთრება – ოთარ ფარცხალაძისა და ძმები მიქაძეების მიმართ ახალი ბრალდებებია
შემდეგი სტატიასელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია