,, მოუთმენლად დავაკვირდები, როდესაც გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება”

მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საჯაროდ ითქვა თორემ ეს, რომ დახურულ კარს მიღმა ყოფილიყო, თქვენგან განსხვავებით ნამდვილად მაქვს პოლიტიკური ეთიკა, რომ არ გამომეტანა კარს მიღმა ის რეპლიკა, რაც ბატონმა გიგა ბოკერიამ ჩემს მიმართ გააკეთა. სხვათა შორის, არ გამიკვირდა, როდესც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა. შემდეგ დააკონკრეტა, რომ ის პოლიტიკურად გამანადგურებდა. მინდა გიგა ბოკერიას მივმართო, ის დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია.

აქვე მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე და მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება. თუ გნებავთ, თქვენც გადაეცით“, – განაცხადა ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატის მონაცემებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია
შემდეგი სტატია“ამ ჭორაობაში ვეღარ ჩავალ”-მამუკა მდინარაძე ხაზარაძეს პასუხობს