(video) მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომ თითქოს ციანიდის შეძენა მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ადასტურებს იმას, რომ საპატრიარქოში „ციანიდის საქმეზე“ დამატებითი ინფორმაციები მიიღეს. აღნიშნული განცხადება მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. გიორგი გაბუნიას კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, პროტოპრესვიტერმა განაცხადა, რომ აუდიო-ვიდეო მასალების და იმ დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე რაც საპატრიარქომ მიიღო ასეთი რამე არ იკვეთება.

„აუდიო და ვიდეო მასალების მიხედვით ასეთი რამ არ ჩანს არანაირად, იმ დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე რაც საპატრიარქომ მიიღო თავად მისმა უწმინდესობამ და მღვდელმთარებმა არავითარი ამის მსგავსი არ იკვეთება.“- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ზვიადაძის თქმით, მთავარი პროკურორისთვისაც მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომ თითქოს ციანიდის შეძენა მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა:

“ეს პროკურორისთვისაც მოულოდნელი იყო როდესაც ერთმა პიროვნებამ განაცხადა, რომ ქალბატონმა შორენამ თხოვა მამა გიორგის ამის შეძენა. არავითარ საქმეში ეს არ ჩანს.”- აღნიშნა ზვიადაძემ და დაადასტურა, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოშიც იყო საუბარი.

 

https://youtu.be/0LJ6tWBIho4

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა ნაცნობი ხატმწერისთვის სთხოვა?
შემდეგი სტატიანანა კაკაბაძე შორენა თეთრუაშვილის ხშირი სტუმარია