მოულოდნელად ჩაინიშნა მისი პროცესი ძალიან მოკლე ვადაში – ეკა ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა

არის თუ არა “ქართული ოცნება” რეალურად მზად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები – რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” დამფუძნებლის პოლიტიკურ საქმეზე.

სხდომა 19 ივლისსაა ჩანიშნული. პროცესს ელოდება ნიკა გვარამია. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი რუსთავის ციხეში ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.

ნიკა მხნედ გრძნობს თავს. ჩვეული შემართებით, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ მოულოდნელად ჩაინიშნა მისი პროცესი ძალიან მოკლე ვადაში, 19 ივლისს და ინტერესი, რა თქმა უნდა, არსებობს ამ პროცესთან მიმართებით. იმიტომ რომ ძალიან მოკლე ვადაში გაჩნდა დღე, როდესაც თავიდან უნდა იმსჯელონ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. თავისთავად ჩემი ინტერესიც, საზოგადოების მაღალი ინტერესიც იქნება ამ დღისკენ მიმართული და ვნახოთ რა შედეგი იქნება როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა ნიკა მოიყვანონ პროცესზე, მას ექნება შესაძლებლობა თუ არა მიმართოს საზოგადოებას და ზოგადად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვ, გიორგი ბარამიძემ ქართულ ჯარს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში – ჩიხელიძე
შემდეგი სტატიათითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს, მაგრამ ყველა აქტორი ამა თუ იმ ფორმითა და მინიშნებით საქართველოს მეტი კონფრონტაციისკენ უბიძგებს – ქადაგიშვილი