მოწოდების მიუხედავად, ბორჯომის ხეობაში მოხალისეები მაინც ჩავიდნენ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები. მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა.

როგორც ერთ-ერთმა მოხალისე დავით ცაბოშვილმა აღნიშნა, მოხალისეები ბორჯომში დღეს დილით ჩამოვიდნენ.

“მოწოდებების მიუხედავად, რომ მოხალისეები არ ჩამოვსულიყავით, 13 ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მაინც საჭიროა მოხალისეთა მუშაობა. მოხალისე ყოველთვის იპოვის იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს. ჩამოვედით და მივეხმარებით ბიჭებს. უსაფრთხოების ზომებია მიღებული და შესაბამისად, კერებთან უფრო მეხანძრეები მუშაობენ, ვიდრე ჩვენ”, – განაცხადა დავით ცაბოშვილმა.

როგორც ცნობილია, გუშინ საგანგებო შტაბმა მიმართა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებს და მაშველებს.

banner
წინა სტატიაში2018 წლიდან ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ
შემდეგი სტატიაბორჯომში, არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე დამატებით სამ კილომეტრიანი გზა გაიჭრა