მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადდება

გამოძიებისას მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი კიდევ ერთხელ – ამჯერად 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადდება. მომავალი წლის 20 თებერვლამდე დაკითხვა დღეს არსებული წესით გაგრძელდება.
ამას “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პროექტი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ არის ინიცირებული.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით” გათვალისწინებული გამოძიებისას დაკითხვის წესი 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. 2015 წლის 31 დეკემბრიდან კი ძალაში გამოძიებისას დაკითხვის ახალი წესი შედის, რომელშიც მთავრობა და პარლამენტი ცვლილებებს ანხორციელებს, “მასში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზების არსებობის გამო”. ეს პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულია.
“იმის გამო, რომ მითითებულ პერიოდამდე – 2015 წლის 31 დეკემბრამდე უკვე ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების სრულყოფილად ამოქმედება ვერ მოესწრება, სასამართლო რესურსების გაზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის გამო, დღის წესრიგში დგება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამოძიებისას დაკითხვის წესის კიდევ ერთხელ და ამჯერად, უკვე საბოლოოდ, გადავადების საჭიროება”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება” – ლევან მურუსიძის მოსმენა დასრულდა
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: იმედია საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს არ შეაფერხებს