32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

“მოწმემ საკუთარი საწინააღმდეგო რაღაცები თქვა”- ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მოწმის, პოლიციის მაღალჩინოსან კახა ლამაზოშვილის სასამართლო დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა.

„მოწმემ მოყვა, რომ დაინახა, როგორ მიმართა ხალხს მამუკა ხაზარაძემ, რომ პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთო, თუ რაღაც ასეთი. არ ვიცი, მაინც და მაინც რატომ დაადო ხელი მამუკა ხაზარაძეს. მოკლედ, მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი. თქვა, რომ ხალხს მოუწოდესო და მერე ეს ხალხი აგრესიული გახდა, ჩვენ დაგვეჯახნენ და მიიწევდნენ პარლამენტის შენობის აღებისკენო. არ ახსოვს, ზუსტად სად იყო, არ ახსოვს, იქ სცენა იყო, თუ არა. არ ახსოვს მიკროფონი იყო, თუ არა – არაფერი არ ახსოვს საერთოდ, მაგრამ ახსოვს, რომ რაღაც დაინახა, როგორ მოუწოდეს, თუ რაღაც ასეთი. სიტყვები გავიგეო, მაგრამ კონკრეტულად, რა სიტყვები იყო ესეც არ ახსოვს.

მერე, თავის საწინააღმდეგო რაღაცებიც თქვა.

მერე თქვა, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენო და ჩამოთვალა: მელია, გვარამია და ხაბეიშვილი. მერე პროკურორმა წაუკითხა ჩვენება, სადაც წერს, რომ დაინახა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, გვარამია და მელია როგორ მოუწოდებდნენ ხალხს. ამის შემდეგ ადვოკატებმა კითხვა დაუსვეს, თუ შეგიძლია გვითხრა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი პარტია არის, თუ რა არისო და მოწმემ თქვა, რომ ერთი პარტია არისო. შემდეგ ჰკითხეს, ამ პარტიის ლიდერები თუ შეეძლო ჩამოეთვალა და არ ვიციო. შვიდჯერ გაუმეორეს ეს კითხვა, და გაიმეორა, რომ არ ვიცი, ვინ არიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებიო და ამ დროს, ჩვენებაში უწერია კონკრეტული რაღაცები.

ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, გასაგებია, რატომ არ გიშვებენ ჟურნალისტებს შიგნით იმიტომ, რომ შეგიძლიათ ბევრი უზუსტობა დაიჭიროთ და ბევრი სასაცილო რაღაც ნახოთ. მთავარი ამბავი, რა არის – ეს ადამიანი ჰყვება, რომ დავინახე, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მოწოდებები გააკეთეს და აგრესია ამის მერე დაიწყოო, ეს კი 28 ნოემბერს ხდებოდაო. არადა, პირველად ეს ადამიანი გამოკითხული არის მაისში. მას ადვოკატებმა ჰკითხეს, თუ ასეთი საშინელება ნახა, ქვეყანა იქცეოდა და დაინახა, როგორ მოუწოდებდნენ პოლიტიკოსები ხალხს და როგორ აორგანიზებდნენ, სად იყო მაისამდე, რატომ არ დაწერა პატაკი, თუ ასეთი საშინელება ნახა. მოწმე უპასუხა, არ ვიციო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია ტელეკომპანია “იმედს” სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიაPOG: თელავის სასამართლომ მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა