3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მოწმეების ჩვენებით გიგა ავალიანი თავდასხმის შემდეგ გონს არ მოსულა

თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის  საქმეზე დღეს  დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ გიგა ავალიანი თავდასხმის შემდეგ გონზე არ მოსულა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ალექსანდრე გაბაშვილის განცხადებით, პროცესზე სამივე მოწმემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არანაირი გარეგანი დაზიანება გიგა ავალიანს არ ჰქონია. ამასთან ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მოწმეები თავდაპირველი ჩვენების შეცვლას აღელვებით ხსნიან – “სამივე ამბობს, რომ აღელვებულები იყვნენ თავდაპირველი ჩვენების შემდეგ და მერე კარგად დაფიქრდნენ”.

პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ მოწმეებმა ჩვენება კი არ შეცვალეს, არამედ დააზუსტეს გარკვეული გარემოებები.

banner
წინა სტატიაში“ყველა ბანკი ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მომსახურება სანქცირებულ იურიდიულ პირს” – გიორგი კეპულაძე
შემდეგი სტატიასანიტარი, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს