მოწმე მოსამართლის მეგობარი აღმოჩნდა – ნიკა გვარამია მის აცილებას ითხოვს

ნიკა გვარამია მოსამართლის აცილებას ითხოვს. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მან რამდენიმე წუთის წინ დააყენა.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს, მოსამართლის ბავშვობის მეგობარია. ეს მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა.

შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, მას ნიკა გვარამიამ დაუსვა და მიმართა, რატომ არ განმარტა, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი იყო მისი პერსონალური მეგობარი:

“რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა და ამავდროულად, რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანია, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი”- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

ნიკა გვარამია განმარტავს, რომ მოსამართლე ამ გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება მიუკერძოებლად, შესაბამისად ვერც მისი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

მოსამართლის თქმით, როდესაც დადგებოდა ეს საკითხი და ზაზა გველესიანი გამოცხადდებოდა დასაკითხად, შესაძლოა განემარტა. კითხვაზე, რატომ არ დადგა ეს საკითხი, მოსამართლე განმარტავს:

“ბრალდების მხარემ სხვა მოწმეებთან ერთად, ის პროცედურა რაშიც იღებდა ბატონი ზაზა მონაწილეობას, როგორც დაცვის მტკიცებულების ფორმატში, ცნო უდაოდ” – თქვა მოსამართლემ. მოწმის დაკითხვა საჭირო აღარ გახდა

banner
წინა სტატიაშიპოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე – უგულავა გვარამიას პროცესზე
შემდეგი სტატიახვალ 3-წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა, ვერ შეგვაშინებთ – მამუკა ხაზარაძე