“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანი-წყოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საერთო კრებებს და კონსულტაციებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აბაშის, მარტვილის წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.

საერთო კრებებზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

ფახულანის ცენტრში მოსახლეობამ ცენტრის კეთილმოწყობა, საცეკვაო დარბაზის, სასმელი წყლის მილებისა და წისქვილის რეაბილიტაცია,წყლის შემკრები ავზის შეძენა, გარეგანათებების მოწყობა და საბავშვო ბაღისთვის სათამაშო ინვენტარის შეძენა დაასახელა.

წყოუშში კი მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სკოლის წინ სიჩქარის შემზღუდავის და მინი მოედნის მოწყობა დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის სასაფლაოზე მომხდარი სადისტური მკვლელობის ქრონიკა:63 წლის მამაკაცს ყბა ბარით ჩამოათალეს და კიდურები დაუწვეს
შემდეგი სტატიაჯორჯ კენტი -ჩვენ გვექნება პარტნიორობა და ვიმუშავებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან