მოწამლეს თუ არა ვანო ნადირაძე, რომელიც მეცხრე დაღუპულია “კოდორი-2007”-ის მონაწილეთაგან

ვანო ნადირაძე მეცხრეა “კოდორი-2007” ოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. მერვე ყოფილი სპეცრაზმელი და ოპერაციის მონაწილე იყო შარშან თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე Battleground-ში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული სამი ადამიანიდან ერთი – 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე.

მეცხრეა ვანო ნადირაძე, რომელიც “კოდორი-2007”-ში ასევე, მონაწილეობდა (ჩვენს სპეცრაზმელებს დივერსანტების კოორდინატებს, გადაადგილების მარშრუტს აწვდიდა).

2017 წელს ვანო ნადირაძემ ინტერვიუ მისცა “რუსთავი-2”-ს. ის მიიჩნევდა, რომ შემთხვევით გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ „კოდორი 2007“-ის მონაწილეებზე გამოცხადებული ნადირობისას, ანუ 2015 წელს, როცა რამდენიმე მონაწილე ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა, საქართველოში არ იყო. ვანო ამბობდა, რომ ამავე პერიოდში გარკვეული საეჭვო მოქმედებები მის მიმართაც განხორციელდა, თუმცა, უკვე უკრაინაში, სადაც მისი მოკვლა სცადეს.

ვანო ნადირაძე, როგორც უკრაინის სპეციალური ძალების ოფიციალური თანამშრომელი, ექვემდებარებოდა პერიოდულ სამედიცინო გამოკვლევებს, მცირე პრობლემის შემთხვევაში უშვებდნენ რეაბილიტაციაზე და ასეთი პროცესი მას გავლილი აქვს, როცა ფეხი ტკიოდა. არანაირი ჩივილები გულთან დაკავშირებით მის პირად ისტორიაში არ არის და არც ბოლო სამედიცინო შემოწმების დროს აღნიშნულა პრობლემები, სხვაგვარად მოუწევდა ისევ სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა.

სწორედ ამიტომ, მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების დიდ ნაწილს უჩნდება შეკითხვა: ხომ არ მოწამლეს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელიც ძალიან ბევრს (და არამხოლოდ ოკუპანტებს) ეჩხირებოდა თვალში, უშლიდა ნერვებს და ჩვეული პირდაპირობით ამხელდა როგორც რუს ოკუპანტებს, ასევე მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, კომენტირებდა ყველა მნიშვნელოვან პროცესს და მოითხოვდა რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.

ჟურნალისტი, ვანო ნადირაძის ახლო მეგობარი ლაშა ბერულავა ფეისბუქზე სვამს შეკითხვებს, რომლებზე პასუხებიც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია იმის დადგენაში, მართლაც მოუსპეს თუ არა სიცოცხლე უკრაინის სპეციალური ძალების ვიცე-პოლკოვნიკს. მის კედელზე გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

banner
წინა სტატიაშიარ დავიჯერებთ მითს, რომ “დაკითხვისას გული წაუვიდა” – NGO-ები მოძალადე პოლიციელთა წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – 2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს