მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა-მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა

ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოტოციკლი „ტოიოტას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული ბორჯომის რეფერალურ ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას უგონოდ იყო, ამიტომ ჯანმრთელობის დმგომარეობის სიმძიმის გამო, გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაყვანა გახდა საჭირო.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ექიმის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია-მაჩალიკაშვილი მის დაკავებას ვარაუდობს
შემდეგი სტატიარას აცხადებს მაჩალიკაშვილის ადვოკატი გამოკითხვის შემდეგ