მოთხოვნის შემთხვევაში, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ლონდა თოლორაიას უწყებამ “მთავარ არხს” წერილობითი განმარტება მისცა, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენს, მიმართვის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ნინო ლომჯარიას ეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციის გასაცემად სჭირდება.

“სახალხო დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, სამსახურის მიერ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მ. სააკაშვილი არ არის დაზარალებულად ცნობილი, სამსახურს აქვს ადვოკატებთან კომუნიკაცია, რომლებსაც ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

დაზარალებულად ცნობა არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია, ეს იყო ერთ0ერთი ის საკითხი, რაზეც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააფიქსირა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. აღნიშნული რეფორმა წლებია, გაჩერებულია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

banner
წინა სტატიაშისენატორი თომ თილისი – ბაიდენმა პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა