მოსულთან “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაპყრობილ ქალაქს ქურთებმა ალყა შემოარტყეს

ქურთი ამბოხებულები ქალაქ ბაშიკისათვის იბრძვიან, რომელიც მოსულიდან 12 კმ-ში მდებარეობს.
ქურთების სარდლის თქმით, მათ ქალაქს ალყა შემოარტყეს და ძირითადი გზა გადაკეტეს, საიდანაც ტერორისტები იარაღს იღებდნენ.
ანკარა ირწმუნება, რომ თურქი სამხედროები, რომლებიც ამ რაიონში ამბოხებულებს ტრენინგებს უტარებენ, ქურთებს უმაგრებენ ზურგს, თუმცა, ერაყის მთავრობა უარყოფს თურქების მიერ ოპერაციაში მონაწილეობას.

მოსულის განთავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან, “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები მოსულთან მდებარე ქალაქებს მასიურად დაესხნენ თავს – ისინი ფიქრობენ, რომ ამით მოსულში ერაყელი სამხედროების პოზიციებს შეასუსტებენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“თოფაძე-მრეწველების” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები მხარდაჭერას “ქართული ოცნების” მაჟორირატობის კანდიდატებს უცხადებენ