მოსულში “ისლამური სახელმწიფოს” მიწისქვეშა საწვრთნელი ბაზა იპოვეს

ერაყის ჯარებმა მოსულში ბრძოლისას აღმოაჩინეს მიწისქვეშა ბაზა, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” ელიტური მეომრები გადიოდნენ წვრთნებს – Reuters-ი წერს.
ბაზა თებერვალში იქნა ნაპოვნი, თუმცა, მის შესახებ მხოლოდ დღეს გავრცელდა. ბაზა ქალაქის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული, რკინიგზის გვირაბში, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა ბერლინი-ბაღდადის გზის მშენებლობისას. შენობის სიმაღლე 6,5 მეტრია, სიგანე – 4,5. სიგრძე კი – ნახევარი კილომეტრი.

ერაყის ჯარები მოსულის ისტორიული ნაწილის გასანთავისუფლებლად განაგრძნობენ ბრძოლებს. 1 მარტს მათ უკანასკნელი მსხვილი გზა დაიბრუნებს, საიდანაც ისლამისტებს ტექნიკა შემოყავდათ. იმავე დღეს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა აბუბაქარ ალ-ბაღდადმა თავის მომხრეებს მიმართა და უკანასკნელ ბრძოლებში დამარცხება აღიარა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციას ახდენს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს არ დამდგარა