მოსულში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

news
ავტ.: news დეკემბერი 22, 2016 19:11

მოსულში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ერაყის ქალაქ მოსულის ბაზარში აფეთქებას მინიმუმ 15 სამოქალაქო პირი და რვა პოლიციელი ემსხვერპლა – დღეს ქვეყნის შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია – წერს Associated Press-ი.
აფეთქდა სამი მანქანა.

შეგახსენებთ, რომ მოსულის განთავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. დაახლოებით 100 ათასი სამხედრო “ისლამური სახელმწიფოს” 5 ათას ჯარისკაცს ებრძვის.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქალაქს ტერორისტები განაგებენ.

news
ავტ.: news დეკემბერი 22, 2016 19:11