მოსულის ოპერაცია დასასრულს უახლოვდება

2014 წლიდან ISIS-ს კონტროლ ქვეშ მყოფი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის განთავისუფლების ოპერაცია უკვე დასასრულს უახლოვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ერაყის შეიარაღებული ძალები და საერთაშორისო კოალიცია მოსულის განთავისუფლების ოპერაციის წარმატებით დასასრულს დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ვარაუდობდა, ის 9 თვეზე მეტია რაც გრძელდება.
ბრძოლების დროს, ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლებმა კარგად გამოიყენეს ქალაქის ურბანული თავისებურებების ცოდნა და ის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ისლამისტების შიშით ქალაქს ვერ ტოვებდა. მათ ფაქტიურად ცოცხალ ფარად იყენებდნენ ტერორისტები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპერაციის დაწყების დროს, არც სამთავრობო ძალებმა და არც კოალიციამ არ იცოდა ქალაქში მყოფ ბოევიკტა ზუსტი რაოდენობა… მათი სავარაუდო რაოდენობა კოალიციამ 2-დან 7 ათასამდე განსაზღვრა, თუმცა თუ ვიმსჯელებთ პენტაგონის და ერაყული წყაროების ცოტა ხნის უკან გავრცელებული მონაცემებით – ,,მოსულში 1000-დე მოკლული და 6000-მდე დაჭრილი და 3000-მდე ქალაქიდან მალულად გასული,, ბოევიკის შესახებ, იქ ოპერაციის დაწყების დროს სულ ცოტა 10.000-მდე ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკი იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, ბრძოლები მიმდინარეობს მოსულის ძველ უბნებში, სადაც რამდენიმე ასეულ ბოევიკია გამაგრებული. მრავალჯერადი რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს ორი გარემოება:

1. ის, რომ აქტიური მოქმედბების ზონაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ამ დრომდეა დარჩენილი, რაც ბოევიკების წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო თავდასხმების განხორციელებას გამორიცხავს.

2. ძველ უბნებში, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებულნი, როგორც წყაროები იტყობინებიან ძალიან ვიწრო ქუჩებია, რაც ასევე გამორიცხავს მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის წარმოებას და საბრძოლო ჯავშან ტექნიკის გამოყენებას… ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსულის სრულ განთავსუფლებამდე 1-2 კვირა კიდევ დარჩა.
სამწუხაროდ, მოსულის ბრძოლებში ჯვარედინი ცეცხლის ქვეშაა მოქცეული და ნადგურდება ისტორიული ნაგებობები. ერთი კვირის უკან ისლამისტებმა ააფეთქეს 800 წლოვანი ალ-ნურის მეჩეთი. ამ ფაქტს ერაყის პრემიერმა ჰაიდერ ალ-აბადიმ ,,ისლამური სახელმწიფოს,, მარცხის ,,ოფიციალური განცხადება,, უწოდა.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაში(video) ბერა ივანიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია FOX5-ს სტუმრობდა-მე ამაყი ვარ საქართველოთი
შემდეგი სტატიალიტვა თხევად გაზს პირდაპირ ამერიკიდან მიიღებს