- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
მოსულის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო
მნიშვნელოვანი
- მოსულის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო
სხვა სტატიები
ერაყული ტელევიზიის ცნობით, 2014 წლის აგვისტოს შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, კონტროლქვეშ მყოფი, ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო…
გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ერბილის რაიონის მოსულთან მოსაზღვრე ტერიტორიიდან დაიწყო.
ჯერ კიდევ გუშინ, 15 ოქტომბერს ,,თაიმერმა,, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის სამხედრო სარდლობა აცხადებდა სამხედროებსა და ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის უკვე მიღწეულ კონსენსუსზე, მოსულის განთავისუფლების ოპერაციასთან დაკავშირებით და მის დაწყებას უახლოეს ხანებშია აანონსებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსულის განთავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ იერიშში, ერაყული სამხედრო ძალები და ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, 30.000-ანი კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას… და მათ ჰაერიდან მხარს დაუჭერენ საერთაშორისო კოალიციური ძალები აშშ-ს მეთაურობით.
მოსულის განტავისუფლების ოპერაციაში თურქეთის არმიაც ,,დაუპატიჟებლად,, აპირებს მონაწილეობის მიღებას… როგორც თურქეთის პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, თურქები მოსულის პრობლემის სრულ მოგვარებამდე ერაყში დარჩებიან.