მოსულიდან უკანდახეული ტერორისტები თავს ცოცხალი ადამიანებით იცავენ

2ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა უკანდახევისას ადგილობრივები ცოცხალ ფარად გამოიყენეს – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“ადამიანებს ძალის გამოყენებით ყრიან ქუჩებში ან მათ იტაცებენ, რომ ფარად გამოიყენონ, როგორც ცოცხალი დაცვა, შემდეგ კი კლავენ” – გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს პრეს-მდივანმა რავინა შამდასანმა განაცხადა.
გარდა ამისა, გაეროს გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსულთან მდებარე ქალაქ სენჟარში ტერორისტებმა ხალხი ტყვედ აიყვანეს, 18 მათგანი კი შემდეგ დახოცეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადმა ქალაქი დატოვა.
მოსულის განთავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი თუ ტრამპი – როდის გავიგებთ გამარჯვებულის სახელს
შემდეგი სტატიამადონამ ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ქუჩაში იმღერა