მოსული კვირის მანძილზე 13 ათასმა ადამიანმა დატოვა

29 დეკემბრიდან დღემე მოსული 13 ათასმა ადამიანმა დატოვა – ქალაქში “ისლამური სახელწმიფოს” წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობს.
გაეროს წარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის თქმით, დღიურად ქალაქს თითქმის 2300 ადამიანი ტოვებდს, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ადრე, მანამდე გაერო 24 საათში 1000-მდე ადამიანს აფიქსირებდა.

მოსულის განთავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ერაყის სამთავრობო ჯარებმა, აშშ-ს მეთაურობით კოალიციის დახმარებით, ქალაქის რამდენიმე რაიონი დაიბრუნეს, მაგრამ ამერიკელი ექსპერტების თქმით, ქალაქისათვის ბრძოლა, შესაძლებელია რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავამ სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
შემდეგი სტატიაჯანეტ ჯექსონმა პირველი შვილი 50 წლის ასაკში გააჩინა