მოსწავლეს, რომელმაც პედაგოგი კიბიდან დააგორა, სხვა ბავშვების მშობლების მოთხოვნით, სკოლა დაატოვებინეს

რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში დილიდან ხმაურია. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეების მშობლები იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მშობლები მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, მე-6 კლასელი მოსწავლე საფრთხეს წარმოადგენს და შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ.

ბრალდებებს უარყოფს მეექვსე კლასელის დედა და ამბობს, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.

ამასთან, სკოლის შენობა უკვე დატოვა მეექვსე კლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.

ხეჩიკაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. სკოლაში იმყოფება რუსთავის მერიც.

რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას
შემდეგი სტატიასააკაშვილი, ბოკერია, ბიძინე ერთმანეთს ეჯიბრებიან რელიგიურობაში