მოსწავლეებს შორის ჩხუბის 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაწყებას დირექტორი და მისი მოადგილე უარყოფენ

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მოტივი.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსწავლეებს შორის ჩხუბი 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო და მანდატურმა გააშველა, მანანა თურქაძე “აბსურდს” უწოდებს.

„ამ ბავშებს შორის გინებაც კი არ ყოფილა. ორი ბავშვი რომ ერთად დადგება, ჩვენ სკოლაში იმ წუთას რეაქცია გვაქვს, მშობელს ვიბარებთ, ყველაფერს ერთად ვარკვევთ. ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა დავითს, მასწავლებელს ეთამაშა, სპორტის პედაგოგმა გამოაცილა. დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა. არანაირი სერიოზული მოტივი არ ყოფილა, ეს იყო რაღაც გაუგებრობა,“ – განაცხადა მანანა თურქაძემ.

სკოლის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მან სკოლასთან უცხო ბავშები შენიშნა, თუმცა მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ მან მანდატური მაინც გამოიძახა.

„დავინახე, რომ უცხო ბავშვები, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები წამოვიდნენ, ჩვენს ბავშვებს შეუერთდნენ, ოღონდ არავითარი დაძაბულობა და წავიდნენ ბაქრაძის ქუჩისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი ეჭვი, საფუძველი არ მქონდა, რომ განგაში ამეტეხა, მანდატურს დავურეკე,“ – განაცხადა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო გუშინ, იყო დღეს და შეიძლება ხვალაც გაგრძელდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ გახდა