მოსწავლეების წიგნების წონა განახევრდა-რომელ კლასებს შეეხო ცვლილება?!

1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეების წიგნებისა და შესაბამისად, ჩანთების წონა განახევრდა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან იუწყებიან.

როგორც უწყების მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, აქამდე თითო სახელმძღვანელოს წონა 1-ელიდან – მე-4 კლასის ჩათვლით, დაახლოებით 400 გრამამდე იყო, რაც წელს 200 გრამამდე მცირდება. რაც შეეხება მე-5 – მე-6 კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა, ახლა კი, წონა 250 გრამამდე მცირდება.

აღსანიშნავია, რომ წიგნების წონა სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა. კერძოდ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების შემდეგ, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები რამდენიმე საგანში ორ და სამ ნაწილად იყოფა.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია , დღეს რეკომენდაციებზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიარომელ მედიკამენტებზე მცირდება ფასები 3 სექტემბრიდან და ვინ ისარგებლებს შეღავათით?!