მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მვკლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის, მათ შორის შსს-ს ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სამივე პირს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 5 პირი მისცა პასუხისგებაში, თუმცა, ვინაიდან 2 არასრულწლოვანი იყო, ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაეყენა.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი გუშინ დააკავა. მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში უწყების კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი. გამოძიება დაკავებულებს დანაშაულის კვალის დაფარვას და მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს მიმალვაში დახმარების გაწევას ედავება.

banner
წინა სტატიაშითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება
შემდეგი სტატიატერორიზმი გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე – გიორგი მარგველაშვილი