30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

“მოსწავლეების 35% მშიერია, ფორმებს კი ჩინეთში უკერავენ” -დათუნაშვილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი მმართველი გუნდის სასკოლო რეფორმას „საგანმანათლებლო სისტემის სრულ კრახს“ უწოდებს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ფორმების შეკერვა მილიონობით დოლარის სანაცვლოდ ჩინურ კომპანიას მიანდო, მაშინ როცა ქართული ტექსტილი ევროპაში საუკეთესო ბრენდებისთვის მუშაობს, ხოლო ფორმების ყიდვა ისევ მშობლებს მოუწევთ:

„რეფორმის საგანი გახდა ის, თუ როგორ ჩაიცვამენ ჩვენი შვილები, რომელთა 35% მშივრები არიან სასკოლო პერიოდში. “ოცნებას” ეს აინტერესებს და არა მათი გამოკვება. შეცვლიან სასკოლო წიგნების ყდებს და არა შინაარსს. ეს არის უბრალოდ ეკონომიკური დანაშაული“.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძემ დაადასტურა, რომ “ოცნება” სახის ამომცნობი კამერების მთელს ქვეყანაში დამონტაჟებას აპირებენ
შემდეგი სტატიაფაშინიანი: სამართლიანობა მხოლოდ ელიტებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ფული და კავშირები აქვთ