მოსწავლე, რომელიც დირექტორის ძალადობაზე საუბრობდა ბანგლადეშში, სკოლის სახურავზე დაწვეს

ნუსრატ ჯახან რაფის ბენზინი გადაასხეს და სკოლის სახურავზე დაწვეს. მანამდე ორი კვირით ადრე ის საუბრობდა იმაზე, რომ დირექტორმა მასზე იძალადა. მისმა სიმამაცემ და გადაწყვეტილებამ, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ებრძოლა, სიკვდილიდან ხუთი დღის შემდეგ ბანგლადეშის მოსახლეობა გააერთიანა. ნურსატი 19 წლის იყო.
27 მარტს, ნუსრატის განცხადების შემდეგ სკოლის დირექტორი დააპატიმრეს. რასაც საპროტესტო აქციები მოყვა. ხალხი დირექტორის განთავისუფლებას ითხოვდა. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოჯახში ყველამ იცოდა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ დირექტორის დაპატიმრებიდან მე-11 დღეს ის მაინც წავიდა სკოლაში. ის ძმამ გააცილა, რომელიც სკოლაში არ შეუშვეს.
სკოლაში ნუსრატს გოგოებმა სახურავზე ასვლა სთხოვეს, სადაც მას ოთხი თუ ხუთი მამაკაცი დახვდა. ისინი მისგან განცხადების გამოტანას ითხოვდნენ. უარის შემდეგ კი მას ბენზინი გადაასხეს. გამოძიების ვერსიით, ბოროტმოქმედებს სურდათ ყველაფერი თვითმკვლელობას დამსგავსებოდა. მაგრამ ნურსატმა, რომელსაც სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, სიკვდილამდე თქვა რაც მოხდა.

საქმეზე 15 პირი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიფინალური რეიტინგები: ზელენსკი პოროშენკოს თითქმის სამჯერ უსწრებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო