“მოსმენების კანონი”- პრეზიდენტი დღეს “ენმ”-სა და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შეხვდება

პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება – მოაწერს ის ხელს პარალმენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს მოესმენების შესახებ, თუ მას ვეტოს დაადებს. პრეზიდენტი დღეს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების – ”ევროპული საქართველოსა” და ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შეხვდება.

”სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი უმრავლესობიდან არ მიგვიღია, თუმცა მივიღეთ გამოხმაურება ”ევროპული საქართველოდან” და ”ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს პრეზიდენტი ამ ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება. მოვისმენთ მათ შეხედულებებს კანონთან დაკავშირებით. გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს და ვიფიქრებთ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მინსკში „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ქალი დააკავეს