“მოსმენების კანონი” დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება. 30 მარტი არის ის ბოლო ვადა, როცა ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო უნდა ამოქმედდეს. სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. თავად სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება. კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ანალიზში რატომ არ დამეხმარე, გრიგორიჩ!”
შემდეგი სტატიასაქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია