19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიში განხორციელდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს და რუსეთის დედაქალაქის მისადგომებთან 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, ღამის 03:00-დან 05:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 17 რაიონში 249 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

გუბერნატორის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი ობიექტი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაში112-ის ცხელ ხაზზე შეფერხებაა — რა ნომრებზე უნდა დარეკოთ გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას
შემდეგი სტატიაფიცო: რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ