მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი იუწყება, რომ დედაქალაქზე დრონებით თავდასხმის “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა” იყო. ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში, სობიანინი წერს, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 10 დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 11 დრონი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 23 ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კალუგას რეგიონში და 2 კურსკის ოლქში.
უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.