მოსკოვში უკრაინული ორგანიზაციის ლიდერი მოკლეს

14389829_644186959074828_726648641_nმოსკოვის შემოგარენში, დასახლება გორკი-2-ში მდებარე რესტორან ,,ვეტეროკში,, ქილერებმა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ოპლოტის,, ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს, ხოლო მასთან მყოფი მეორე პიროვნება ვინმე ანდრეი კოზირევი მძიმედ დაჭრეს…
გავრცელებული ინფორმაციით, ჟილინი და მისი თანმხლები პირი რესტორანში შესვლისთანავე მოკლა ქილერმა, რომელიც ამ დროს უკვე მაგიდასთან იჯდა. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით მიმდინარეობს დამნაშავის დადგენისა და დაკავების ოპერაცია.
40 წლის ევგენი ჟილინი, ხარკოვის პრორუსულ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ოპლოტის,, და იმავე სახელწოდების კომპანიის ხელმძღვანელი იყო… ის 2014 წელს აქტიურად იბრძოდა მაიდანის წინააღმდეგ… იყო აქტიური მოწინააღმდეგე უკრაინის ხელისუფლებაში პროდასავლური ძალების მოსვლის.

banner
წინა სტატიაში(video) სოციალური დახმარება პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა, როგორც მეცხრე ბლოკი ხან ითიშება ხან ირთვება – სანდრა რულოვსი
შემდეგი სტატია(video) “დევნილებისთვის სახლების გადაცემა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან არის დაკავშირებული,”- ირაკლი ჩიქოვანი