მოსკოვში უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტი გაიტაცეს

მოსკოვში სროლით გატაცებული პირი უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტი იური ვასილენკო აღმოჩნდა, რომელიც სახელმწიფო დუმის დეპუტატის დენის ვორონენკოვისა და უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ოპლოტის” ხელმძღვანელის ევგენია ჟილინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი – 11 იანვარს რუსული მედია წერს.
გატაცება 10 იანვარს რესტორან “ბაზილიკში” მოხდა. შენობაში მამაკაცების ჯგუფი შევიდა და ვასილენკოს გაყოლა უბრძანეს. ამ უკანასკნელმა გაქცევა სცადა და სროლა დაიწყო. სროლის შედეგად კრიმინალური ავტორიტეტი დაიჭრა. ის მანქანის საბარგულში ჩატენეს და გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მოსამართლეთა სიაზე – ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი
შემდეგი სტატიააშშ-ს კოალიციამ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო