24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ

მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ.

ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმის წინ მოსკოვში დაახლოებით 280 საჰაერო თავდაცვის სისტემაა განლაგებული. მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გადასროლა სხვადასხვა ქალაქებიდან მოხდა, მათ შორის ყაზანიდან და გროზნოდან. მოსკოვში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ქალაქის დაცვა რამდენიმე შრედ არის მოწყობილი

The insider-ის ცნობით, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად თანხმობა 4 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, 2025 წელს კი აღლუმს 27 ქვეყნის ლიდერი დაესწრო. 9 მაისის აღნიშვნაში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა დსთ-ის სამი ქვეყნის ლიდერმა: ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა და ყირგიზეთის ლიდერმა სადირ ჯაფაროვმა.

მოსკოვში ჩასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის მმართველი პარტიის ლიდერმა მილორად დოდიკმაც. გარდა ამისა, აღლუმს დაესწრება სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო. ასევე, აღლუმს დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები – ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი სომხეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ბალტიის ზღვაზე და პრიმორსკის პორტში, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს