მოსკოვში წითელ მოედანთან მისასვლელი გადაკეტილია

მოსკოვის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და წითელ მოედანთან მისასვლელი გზები გადაკეტა საპროტესტო აქციის მოლოდინში, რომელიც არ არის სანქცირებული. სამართალდამცველებმა მოედანთან ბარიკადები დადგეს. მეტრო “თეატრალურთან” სპეციალური კავშირის ავტობუსები დგანან, ქალაქის ცენტრში ბევრი პოლიციელია, ასევე, არიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები – “ბიბისი” ავრცელებს. ტელეარხი “დოჟდი”, რომელიც აქციის პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს, ოთხ დაკავებულზე ავრცელებს ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაში„შეხედე აუტიზმს გულით“ – ტექნიკურ უნივერსიტეტში აუტიზმის დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიასომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ასობით დარღვევა დაფიქსირდა