მოსკოვში Telegram-ისა და თავისუფალი ინტერნეტის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

აკადემიკოს სახაროვის მოედანზე, მოსკოვის ცენტრში თავისუფალი ინტერნეტისა და მესენჯერ Telegram-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ორგანიზაცია “თეთრი მრიცხველის” ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 14 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციის ცნობით კი 7,5 ათასი პროტესტანტი იყო – “ბიბისი” წერს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “არ ვდუმვართ!”, “რუსეთი იქნება თავისუფალი!”. აქციას სხვადასხვა ცნობილი რუსი საზოგადოე მოღვაწე და პოლიტიკოსი შეუერთდა.

13 აპრილს მოსკოვის ტაგანკის სასამართლომ მესენჯერ “ტელეგრამის” დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე “ტელეგრამმა” უარი განუცხადა რუსეთის ფედერალურ სამსახურებს მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემაზე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზ სეპარატისტებს ახალი ,,ვიცეპრემიერი,, ჰყავთ
შემდეგი სტატიაბრიტანეთში შს მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა