მოსკოვში, ტელეცენტრ ოსტანკინოს ეკლიანი ღობე შემოავლეს

მოსკოვში, ტელეცენტრ ოსტანკინოს ეკლიანი ღობე შემოავლეს

მოსკოვში, ტელეცენტრ  ოსტანკინოს ეკლიანი ღობე შემოავლეს მოსკოველი ჟურნალისტი ანტონ ალფიმოვი წერს, რომ სამუშაოები დაიწყო ადრე დილით და გრძელდება ამ დრომდე. ამასთანავე, ეკლიანი ბადე მხოლოდ АСК-3 კორპუსის ნახევარს აქვს გაკეთებული, ხოლო მთავარ კორპუსს – АСК-1 – ჯერ არა.
ტელეცენტრის პრესს-სამსახურის უფროსმა, დენის ნაზაროვმა სამუშაოების მიმდინარეობა ახსნა საგანგაშო მდგომარეობით არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოში: „ეს არის ნორმალური რეაგირება უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის იმ საგანგაშო სიტუაციის გამო, რაც არის მოსკოვში, რუსეთში და მსოფლიოში“. როგორც ნაზაროვმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც შემოვიდა ზარი შენობაში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის თაობაზე. ეს მოხდა 5 დეკემბერს.
„5 დეკემბრის ზარის შემდეგ, ტელეცენტრზე მოსალოდნელი ტერაქტის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვემკაცრებინა ზომები. საბედნიეროდ, მუქარა არ დადასტურდა. ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით შევუდექით უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას, რომ ტელეცენტრმა მუშაობა არ შეწყვიტოს. ამდაგვარ ზომებს მიმართავენ უმსხვილესი ტელეცენტრები მთელს მსოფლიოში“ – განაცხადა მან.
ოსტანკინოს ტელეცენტრში განლაგებულია სამაუწყებლო და საოფისე შენობები. სულ 4 კომპლექსია: მაუწყებლობის, სატელევიზიო წარმოების, ტელესაკომუნიკაციო და რადიო მაუწყებლობის.
ამ ტელეცენტრიდან ხდება რუსეთის პირველი საზოგადოებრივი არხის, НТВ და სხვა მედიის ტექნიკური მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების მიმართ ძალადობები სწრაფად გამოიძიონ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის ბიუჯეტი პროექტს მხარს არ დაუჭერენ