მოსკოვში ტელეარხ «Россия 1»-ის ოპერატორი მოკლეს

მოსკოვში ტელეარხ «Россия 1»-ის ოპერატორი მოკლეს

444რუსეთში ტელეარხ «Россия 1»-ის ოპერატორი ანდრეი ნაზარენკო მოსკოვში, საკუთარ ბინაში იპოვეს მკვდარი – რუსული მედია სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, მათგან სამი – თავში.
წინასწარი ვერსიით, ოპერატორი 19 ივლისს მოკლეს. მისი ცხედარი ერთი დღის შემდეგ მისმა შვილმა აღმოაჩინა.
სხვა ინფორმაციით, ოპერატორის ცხედარი მეუღლემ იპოვა და მას 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.
ნათესავებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ ნაზარენკო არ იყო კონფლიქტური ადამიანი და მას არავინ ემუქრებოდა.

მომხდართან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ეკატერინბურგიდან ოჯახი დაიკარგა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემის სრულად დამორჩილების შემდეგ, საკონსტუტიციო სასამართლო ბოლო ბარიერი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“ ჩაიგდოს