მოსკოვში სტალინის სასაფლაოსთან ორი აქტივისტი დააკავეს

რუსეთის საზოგადოებრივ პროექტ “დეკომუნიზაციის” ორი წევრი კრემლის კედლების ნეკროპოლთან დააპატიმრეს, სადაც კომუნისტების აქცია მიმდინარეობდა იოსებ სტალინის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით. დაკავებულებმა კედელს გატეხილი ყვავილები ესროლეს ყვირილით: “ჯოჯოხეთში დაიწვი, ხალხის ჯალათო, ქალებისა და ბავშვების მკვლელო”. დაკავებულები მოსკოვის ცენტრში “ჩინური ქალაქის” პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ ჯარიმა გამოუწერეს.

იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მის რეჟიმის მინიმუმ 12,5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
2017 წელს რუსული “ლავანდა-ცენტრის” მიერ გაკეთებული სოციალური გამოკითხვებით, რესპოდენტთა მხოლოდ 39% თვლის სტალინს რეჟიმის დამნაშავედ. გამოკითხულთა მეოთხედმა რეპრესიები შეაფასა, როგორც “პოლიტიკური აუცილებლობა”, 36%-მა კი თქვა, რომ მზად არიან გაამართლონ რეპრესიები – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაში“უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი” – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაამერიკელი ადმირალი: პუტინი პლანეტაზე ყველაზე საშიში ადამიანია