მოსკოვში სომხური დროშებით 40 მანქანა დააკავეს

რუსული სააგენტოების ცნობით, სომხური დროშებით აღჭურვილმა 40-მდე მსუბუქმა ავტომანქანამ ლენინგრადის პროსპექტზე ავტოგარბენის მოწყობა მოინდომა… გავრცელებული ინფორმაციით, ამ გარბენით სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნა სურდათ…

ღონისძიების მსვლელობისას ზოგიერთი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზეც მოსკოვის პოლიციამ სწრაფი რეაგირება მოახდინა… ამ წუთისათვის 40-ვე მანქანა დაკავებულია…. სამართალდამცავები კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ, აცხადებს რუსული მედია.

banner
წინა სტატიაშიკიევი გიორგი ჯანელიძეს გამოეთხოვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშვეიცარია ბედნიერების ინდექსით პირველ ადგილზეა, საქართველო 130-ზე